ზუგდიდის “ზუგდიდი” უმაღლეს ლიგაში


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდების რაოდენობა 16-ით განისაზღვრა. სხდომაზე 12, 14 და 16-გუნდიანი ჩემპიონატების დებულებები იყო წარადგენილი. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, 16-გუნდიანი ჩემპიონატის ფორმატი დამტკიცდა.

ეროვნულ ჩემპიონატში ითამაშებს ზუგდიდის „ზუგდიდიც“, რომელიც მიმდინარე წლის სატურნირო მდგომარეობის მიხედვით, უმაღლესი ლიგის მიღმა დარჩა. კლუბის მოქმედმა ხელმძღვანელმა ლუხუმ ჯაბუამ  აღნიშნა, რომ  ამ საკითხის შესახებ ბევრი არაფერი იცის. მისი თქმით, ოფიციალურ წერილში, რომელსაც უახლოეს პერიოდში მიიღებენ, სავარაუდოდ იქნება ინფორმაცია დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის გუნდებისთვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის შესახებ.  ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მიღმა დარჩებოდა მიმდინარე წლის სატურნირო მდგომარეობის მიხედვით, რომ არა ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილება, უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდების რაოდენობის გაზრდის შესახებ.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!