ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ლოგოს შესაქმნელად კომისია დაკომპლექტდა

კომისიის შემადენლობაში არიან: ასოციაცია „მერკურის” თავმჯდომარე ნანა თოდუა, ასოციაცია „ათინათის” თავმჯდომარე გია ხასია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯომარე ეკატერინე კიფაია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე ოთარ ქადარია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი ლაშა ჯიქია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის და პროტოკოლის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლორა ქობალია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი-არქეოლოგიის ფონდის მცველი მერაბ ქვაჩახია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ზაალ ქორთუა, სამეგრელო ზემო-სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცის ხელმძღვანელი (DMO ) ლევან წულაია, “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” მიერ მოწვეული შპს “დეტალის” არქიტექტორი ეკატერინე თოდუა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” დირექტორი ზვიად ქარჩავა. 

კომისია 9 თებერვლის ჩათვლით შეიმუშავებს საკონკურსო პირობებს, რის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შემუშავებაზე.

კონკურსის მონაწილეებმა საკუთარი იდეები, 10-დან 23 თებერვლის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ. გამარჯვებული ნამუშევარი 28 თებერვალს დასახელდება.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.