ჩინეთის საგარეო უწყება – ვაშინგტონი კორონავირუსთან მიმართებაში არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს


  • ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსის გავრცელებაზე ზედმეტად მწვავე რეაქციის გამო აკრიტიკებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ჰუა ჩუნინგის თქმით, ვაშინგტონი არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს.

“ქვეყნების უმეტესობა აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთის მცდელობებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დროს და ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს როცა აწესებენ კარანტინს ქვეყანაში შემსვლელებზე, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში მათ არაადეკვატურად მწვავე რეაქცია აქვთ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევის საწინააღმდეგოდ ხდება”, – განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.

მისივე თქმით, აშშ-მა ჩინეთის მიმართულებით არანაირი დახმარება არ გამოხატა.

“ის იყო პირველი, ვინც უხანიდან ევაკუაცია დაიწყო. პირველი, ვინც ჩინელ მოგზაურებს აკრძალვები დაუწესა.სხვათა შორის, ბოლო მონაცემებით აშშ-ში გავრცელებულმა გრიპმა 2019-2020 წლებში 10 000 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია, მაშინ როცა 2 თებერვლისთვის ახალი კორონავირუსით 361 ადამიანი გარდაიცვალა”,-განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!