გვიცავს თუ არა ნიორი ვირუსებისაგან


ნივრის სასარგებლო თვისებები სადღეისოდ მეცნიერული კვლევებითაა დადასტურებული. მძლავრი ეთერზეთებითა და ფიტონციდებით ნიორს მართლაც შეუძლია ბაქტერიებისა და ვირუსების განადგურება. ნიორში შემავალი ნივთიერებების წყალობით აღნიშნული მიკროორგანიზმები გამრავლების უნარს კარგავენ. ნიორში უხვადაა აცილინი, ნივთიერება, რომელიც ბლოკავს იმ ფერმენტის წარმოქმნას, რომლის დახმარებითაც ვირუსები ადამიანის სისხლში ხვდება.
ნიორში შემავალი გოგირდი, ორასამდე ბიოლოგიურად აქტიური ნაერთი, ვიტამინები, მინერალებიდან სელენი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა და სხვა, კომპლექსში სამკურნალო ეფექტს ავლენს ბევრი დაავადების დროს. ნივრის ფიტონციდები კონკურენციას უწევს ისეთ ანტიბიოტიკებს, როგორებიცაა ბიომიცინი და ტეტრაციკლინი. ნიორი ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ ბაქტერიებისა და ვირუსების, არამედ სოკოებისა და პარაზიტების წინააღმდეგაც!
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!