ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება


  • ზუგდიდის ბაზრის ნაწილი ხვალიდან გაიხსნება, ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა. მისი განმარტებით დილიდან გაიხსნება ბაზრის ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია.

გიორგი შენგელიას განცხადებით, ბაზარში უკვე ჩატარდა შესაბამისი სადეზინფექციო სამუშაოები, გაკონტროლდება მოქალაქეთა ნაკადი, რათა დისტანციის დაცვა მოხდეს. დისტანციის დაცვა მოხდება ბაზრის გარე ტერიტორიაზეც.

აგრარულილი ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს გაუწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ზუგდიდის მერის განმარტებით, ნორმების დაუცველობის შემთხვევაში აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, კვლავ გატარდება მკაცრი ზომები.

ზუგდიდის ბაზარი 6 აპრილს დაიხურა. ზუგდიდისა და ფოთის ბაზრის შესაძლო დახურვაზე რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ემსახურებოდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.