ზუგდიდელებს ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლას და წარმატებულ ცხოვრებას


  • ფარმაცევტი ნანა ბელქანია შ.პ.ს.”ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ პოლიკლინიკის გაერთიანების“ ადმინისტრაციული მენეჯერია და ახალი გამოწვევების კვალდაკვალ ხელმძღვანელობს ამ სამედიცინო ორგანიზაციას და მის გუნდს.

-მე ვარ ნანა ბელქანია, ვცხოვრობ ქალაქ ზუგდიდში, პროფესიით ვარ ფარმაცევტი. მიყვარს ახალი გამოწვევები. ამჟამად ვარ შ.პ.ს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ პოლიკლინიკის გაერთიანების“ მენეჯერის პოზიციაზე.

-როგორია თქვენი, როგორც ქალბატონის, დედის ერთი ჩვეულებრივი დღე?

-ჩემი დღე იწყება ჩემი ოჯახით. ვამზადებ საუზმეს, ვაცილებ ბავშვებს სკოლაში და მეც მივდივარ სამსახურში, სადაც დიდი გულისხმიერება მჭირდება იმისთვის რომ ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა და როგორც მევალება. საღამოს, ისევ ოჯახთან ვარ. დასვენების დღეებში მთელი ოჯახი გავდივართ ქალაქიდან. ოჯახია ჩემი სიმშვიდე.

-ოჯახზე მეტი მოგვიყევით.

-მყავს მეუღლე გივი დარასელია და სამი შვილი – ანანო, ნიკა და მარიამი. მშობლები: მურმან ბელქანია და ნინო კვარაცხელია. ისინი ჩემი ცხოვრების სამაგალითო ადამიანები არიან.

-კოლეგები?

-ჩემი სამსახური ჩემი კომფორტის ზონაა, სადაც მუდამ დიდი სითბო მხვდება ჩემი კოლეგებისგან. ისინი თავიანთი საქმის ნამდვილი პროფესიონალები არიან.

-თქვენი საყვარელი საქმე და ჰობი?

-ჩემი საყვარელი საქმე სამეცნიერო კვლევებია, ჰობი – შოპინგი და მოგზაურობა.

-რას ვერ აპატიებთ ადამიანს?

-ტყუილს ვერ ვაპატიებ, ღალატს ვერ ვაპატიებ. რაც შეეხება შურს, ხშირად თვალი მომიხუჭავს, ყურადღება არ მიმიქცევია.

-საყვარელი საქმის გამო, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს, ბევრი რამის დათმობა გიწევთ?

-საბედნიეროდ არაფრის დათმობა არ მიწევს. რადგან დროს სწორად ვანაწილებ.

-თემა რომელზეც საუბარი არ გწყინდებათ?

-ჩემს ოჯახზე არ მწყინდება საუბარი.

-სიტყვა, რომელსაც ხშირად ხმარობთ?

-მადლობა უფალს! – არის ჩემი საყვარელი ფრაზა და ხშირადაც ვამბობ.

-ე.ი. ხართ უფლის მადლიერი?

-დიახ, პირველ რიგში, უფალს ვემადლიერები ყველაფრისთვის და შემდეგ კი საკუთარ თავს.

-რას უსურვებთ ზუგდიდელებს?

-ზუგდიდელებს ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლას და წარმატებულ ცხოვრებას.

მასალა მოამზადა როზა როგავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!