“ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-სისტემატიურად სუფთავდება ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” თანამშრომლები საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, ანაკლია – განმუხურის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, სისტემატიურად სუფთავდება ზღვის სანაპირო ზოლი და ტურისტული ზონა.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” ზაფხულის სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამეგრელოს შავი ზღვის, ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების პროცესს, რათა სტუმრებსა და ადგილობრივებს შეუქმნას სუფთა გარემოში დასვენების პირობები”.-აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.