“ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა” ქალაქის ტერიტორიაზე გეგმიური ინსპექტირება განახორციელა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე გეგმიური ინსპექტირება განახორციელეს. მათ მიერ განხორციელებულ ინსპექტირებას ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ადგილობრივ მოსახლეობასა და მეწარმეებს მოუწოდეს თავი შეიკაონ გარემოს (ჰაერი, ნიადაგი, მდინარე) დანაგვიანებისგან, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითეს, რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.

გარემოს დანაგვიანების ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში ცენტრის ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ფარგლებში ყველა სამართალდამრღვევ პირს დააჯარიმებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.