ზუგდიდის მუნიციპალიტეტს  ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, 2022– 2024 წლებში დაგეგმილი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ( ნაგავსაყრელის ) მშენებლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტზე სხვადასხვა სახის აღჭურვილობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს გადაეცა 1 ერთეული 20 კუბმეტრი მოცულობის ნაგავმზიდი, 1100 ცალი 1,1 კუბური მეტრი მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერი, 175 ერთეული კონტეინერი ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისათვის, 568 ერთეული ქუჩის ურნა, აღინიშნა რომ ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სულ მიიღებს 2393 ცალ სხვადასხვა კატეგორიის ნაგავშემკრებ კონტეინერს, 3 ნაგავმზიდს, 1 დამგველ ავტომანქანას 153 ერთეულ სპეციალურ ურიკას, 153 უნიფორმას და მუყაოსა და ქაღალდის სეპარირებისათვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობებს.

“პროგრამის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებითა და ხელშეწყობით მომავალი წლიდან დაიწყება ნარჩენების სეპარირება- რეციკლირების პროგრამა: შემუშავებულია მუყაოს და ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების საპილოტე პროგრამა, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტში მოხდება ქაღალდის გამოცალკევება სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან, მისი დაპრესვა – დასაწყობება და შემდგომ კი რეალიზაცია. მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის განსახორციელებლად მიიღებს 104440 ევროს ინვესტიციას, კერძოდ 175 ცალ ნაგავშემკრებ კონტეინერს და 1 ცალ ნაგავმზიდს და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებს”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღჭურვილობის გადმოცემის პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელმძღვანელები და კონსულტანტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილეები: ნინო ვიბლიანი და დავით კუხალეიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორი ნუგზარ მალაშხია და ცენტრის თანამშრომლები.

სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვაში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრეს: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა და კონსულტანტებმა, ,,ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრის დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ.

უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ ზუგდიდისა და სასოფლო – ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია 750 ცალი 1,1მ3 მოცულობის ახალი კონტეინერი. სასოფლო – ტერიტორიულ ერთეულებში კონტეინერების განთავსება გრძელდება.

უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტი დამატებით მიიღებს: 2 ერთეულ 13მ3 მოცულიბის ნაგავმზიდს, 1 ერთეულ დამგველ ავტომანქანას, 240 ლიტრის მოცულობის 450 ცალ და 120 ლიტრი მოცულობის 100 ცალ ურნას და 153 ცალ უნიფორმას სეპარირებული შეგროვებისათვის.

ასევე, 12 ოქტომბერს, საქართველოს ,, დევნილთა, შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან“ მიღებული იქნა სხვადასხვა აღჭურვილობა, რომელიც გადაეცემა ააიპ ,, ზუგდიდდასყფთავების ცენტრში „ დასაქმებულ სოციალურად დაუცველ პირებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!