დასუფთავდა მდინარე ჩხოუშის სანაპირო ზოლი და გულუას სახელობის პარკი


  • დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს თანამშრომლებმა მდინარე ჩხოუშის სანაპირო ზოლისა და გულუას სახელობის პარკის გაწმენდითი სამუშაოები განახორციელეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ნაგვის ურნები ქალაქის ქუჩებში საკმარისი რაოდენობითაა განთავსებული და მათი დაცლა სისტემატიურად ხორციელდება, მოსახლეობის ნაწილი ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ან მდინარეში ყრის. მივმართავთ მოსახლეობას. ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. ნაგავი მოათავსეთ სანაგვე ურნაში. დაბინძურებული გარემო საშიშია ცოცხალი ორგანიზმების (ადამიანი, ცხოველი, მცენარე) ჯანმრთელობისთვის.” -ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, გარემოს დანაგვიანება-დაბინძურება ისჯება კანონით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!