“ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა” 2021 წელს ნარჩენების მართვაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა” 2021 წელს ნარჩენების მართვაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

“ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილი სპეციფიკური სამუშაო პირობებისა, 2021 წელს დაგეგმილი სამუშაოები სრულდებოდა დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. ცენტრის მიერ 2021 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესრულების შედეგები ასახულია ცენტრის შემდეგ ინდიკატორულ მაჩვენებლებში:

მყარი ნარჩენების მართვის მომსახურეობის სერვისი მიეწოდებოდა ქალაქში 475 ქუჩაზე მცხოვრებ 13 113 ოჯახს, ანუ ქალაქის მოსახლეობის 100% -ს. 48 სასოფლო – ტერიტორიულ ერთეულში მაცხოვრებელ 16 385 კომლს, ანუ სოფლის მოსახლეობის 90 %. ეკონომიკის სექტორის 1180 – ზე მეტ კომერციულ ობიექტს და საჯარო სექტორს.

მუნიციპალიტეტში მთლიანად არის ლიკვიდირებული სტიქიური ნაგავსაყრელები.

ყოველდღიურად დასუფთავებული ტერიტორიების ფართობი აღემატებოდა 120 ჰექტარს.

ყოველდღიურად ნაგავსაყრელში გაიზიდებოდა 78 ტონაზე მეტი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი ( სულ წლის განმავლობაში გაზიდული იქნა 28,5 ათასი ტონა ).

მიმდინარე წელს იქნა დაწყებული ქალაქის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოების ყოველდღიური დასუფთავება;6. პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით შეივსო ცენტრის მატერიალურ – ტექნიკური ბაზა. 2021 შეძენილი იქნა 500 ცალი 1,1 მ3 მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერი, რითაც 14 % – ით შემცირდა კონტეინერების მოთხოვნაში არსებული დეფიციტი და გაუმჯობესდა მომსახურეობის მიწოდების ხარისხი.

ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით იქნა შეძენილი 1 სატვირთო ავტომანქანა მეველეებისათვის, 2 მოტოროლერი ქალაქის ცენტრის მომსახურეობის გაუმჯობესებისათვის და 2 ერთეული მოტობლოკი ანაკლია – განმუხურის ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოებისათვის.

მერიამ ცენტრს გადმოსცა 1 სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ხელს შეუწყობს ზედამხედველობის სამსახურის მუშაკების, კონტრილიორთა ჯგუფების, მუშათა ბრიგადების, ცენტრის სხვა მუშა – მოსამსახურების მობილობას.

2021 წელს მომსახურეობის მოსაკრებლების ამოღებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირების შემცირების მაჩვენებელია 9,6% ( ამოღებული იქნა 537,9 ათასი ლარი).

მიმდინარეობს მზადება 2022 წლისათვის ნარჩენების დახარისხებული ( სეპარირებული ) შეგროვების საფუძვლიანად დანერგვის, მყარი ნარჩენების ( მუყაო, ქაღალდი, პლასტმასი, მინა , ლითონი ) 30 – 35 % – ის რეციკლირების, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირების საპილოტე პროგრამის განხორციელებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ 35 – 40 პროცენტით შემცირდება ნაგავსაყრელებში განსათავსებელი ნარჩენების მოცულობა, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”- ს მიერ, მიუხედავად გარკვეული ობიექტური სიძნელეებისა ( კოვიდპანდემია), შესრულებულია ან შესრულების პროცესშია საკრებულოს მიერ დამტკიცებული , ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა”.-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.