პაციენტის სამადლობელი


  • ზუგდიდელი გულნაზი ლუკავა მადლობას უხდის სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალის მედპერსონალს გულისხმიერებისა და “ჰიპოკრატეს” ფიცის ერთგულებისთვის.

გულნაზი ლუკავა: “როგორც ცნობილია, საახალწლოდ ყველა თავის “ოდაბადეს” სტუმრობს, უხარია, რომ ახალ წელს მშობლიურ სოფელში თუ ქალაქში ჩამოდის და გაიხსენებს თავის წარსულს, მოეფერება მშობლების საფლავს. მეც ასე გავაკეთე-საახალწლოდ ჩამოვედი მშობლიურ ჯიხაშკარში-ბათუმიდან. გადატანილი მაქვს კოვიდვირუსი. ვარ ორჯერ აცრილი, მაგრამ 8 იანვარს ღებინების შეგრძნებით და გულის ფრიალით გავხდი ცუდად. დავკარგე გონება.

ჩემი ძმის ოჯახის წევრებს, გამოუძახებიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და უგონო მდგომარეობაში გადავუყვანივართ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. ექიმების, ქალბატონების: ლალი ჩემიას, ნათია უბილავას, მედდის ციცინო თოდუას, მძღოლის ბორის ბულიას დახმარებით, შესაძლებელი გახდა აეცილებინათ ჩემთვის მოსალოდნელი ინსულტი და სიცოცხლე შეენარჩუნებიათ. მალე სახლში გამწერეს და ახალ წელს ჩემებთან ერთად შევხვდი. მე მინდა, გაზეთ “ზუგდიდისა” და საინფორმაციო პორტალის “ზუგდიდელების” საშუალებით, მადლობა გადავუხადო ნევროლოგიური განყოფილების უფროსს ნანი სხულუხიას, ექიმს, ნათია ჩოკორაიას, მედდებს: ანი შენგელაიას, ეკა ძანძავას, აბეზარა კოდუას და დენიზა მანიას. მათი პროფესიონალიზმის, გულისხმიერების, ყურადღების, მიგებული მკურნალობის დახმარებით დავძლიე მძიმე წუთები და დავუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მინდა, ვუსურვო ყველას ულევი სიხარული, ბედნიერ წელთა სიმრავლე, მუდამ ვილოცებ მათთვის.

პატივისცემით გულნაზი ლუკავა. ბათუმი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!