ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ომის 100 დღის აღსანიშნავად ვიდეომიმართვას ავრცელებს


  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში მიმდინარე ომის 100 დღის აღსანიშნავად დავით არახამიას, მიხაილო პოდოლიაკის, დენის შმიგალის, ანდრეი ერმაკის მონაწილეობით კიდევ ერთ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფრაქციის ლიდერი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მისი მრჩეველი, პრემიერ-მინისტრი და თავად პრეზიდენტი 100 დღის შემდეგაც კვლავ უკრაინას იცავენ.

„ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, უკრაინის პერემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. უკრაინის შეიარაღებული ძალები აქ არის და რაც მთავარია ჩვენი ხალხი ჩვენი სახელმწიფოს ხალხი აქ არის! ვიცავთ უკრაინას უკვე 100 დღეა. ჩვენ გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას!“- განაცხადა ზელენსკიმ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.