ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის ერთიანი ფონდისა და დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებებმა არტ-გალერეაში შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ვეფხისტყაოსანი მეგობრობისა და სიყვარულის უკვდავი წიგნი“ ჩაატარეს.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ინგირის, რუხის, ზუგდიდის მესამე და მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც შეკრებილ აუდიტორიას წაუკითხეს ბიბლიოთეკის მიერ დამუშავებული ამონარიდები რუთაველის შესახებ, ისაუბრეს, მის ღვაწლზე, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, ასევე შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მის უკვდავ პოემაზე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარიას ამბობს, “დღევანდელი ღონისძიება სპეციალუარად დავამთხვიეთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს, რადგანაც შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” კიდევ ერთხელ ამაღლდეს და გაძლიერდეს”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6NF0pN54rvY[/embedyt]