გარემოვაჭრეებს მერია აფრთხილებს


დღეს, გარემოვაჭრეებმა სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან, რომ მათ ხვალიდან აღარ შეეძლებათ აღნიშნულ ტერიტორიებზე ვაჭრობის უფლება. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოვაჭრეები ამბობენ, რომ არ აპირებენ ადგილების დატოვებას და თავიანთი უფლებების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ. მოვაჭრეებმა ისევ დაწერეს განცხადება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიის სახელზე, სადაც მერს მიმართავენ  სასკოლო სეზონამდე დართონ გარევაჭრობის უფლება.

“ხვალ აქედან თუ აგვყარეს, მერიაში მივალთ,  იქ დავჯდებით, საპროტესტო აქციებს განვაახლებთ და შიმშილობას დავიწყებთ,“ – აცხადებენ მოვაჭრეები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!