“ეჭვმიტანილი არიან ბიუჯეტის ქურდობაში”?


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ზუგდიდში ქვაფენილებზე და ფილებზე მომუშავე ორ მუშასთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართეს პროკურატურასთან, კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით. აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები წარწერით: „ეჭვმიტანილები არიან ბიუჯეტის ქურდობაში“, „პროკურატურას სძინავს“, „მოვითხოვთ ჩვენს ნაშრომ ფულს.“ ამასთანავე, მათ ქონდათ მოტანილი ფილები წარწერით: „ოცნება“. აქციის მსვლელობისას, ერთ-ერთმა გამვლელმა მოქალაქემ უკმაყოფილება გამოხატა პარტიის მიმართ: „ძველი ხიბულა მოიკითხეთ, ყაჩაღები, რომ  დადიან,  იქნებ გაიხსენოთ როგორ სცემდით და აწამებდით ხალხს ციხეებში და კიდევ სააკაშვილი გინდათ?” – განაცხადა მოქალაქემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bLqSavB3t8s[/embedyt]

ენმ წევრმა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა: „-პროკურატურა აჭიანურებს ამ საქმის გამოძიებას, საქმეში გარეული არიან სამეგრელოს „მაფიოზი“ გუბერნატორი შონია, ზუგდიდის ვიცე მერ გია გულორდავასთან ერთად, ამ უკანასკნელმა ე. წ. „ატკატით“ ქვაფენილების საქმეზე 70 ათასი ლარი აიღო კომპანია „ამი- 2014“-საგან, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ამ კომპანიის გაკოტრება და მუშებს არ აუღიათ კუთვნილი ხელფას. მიუხედავად ამისა,  საქმე აღძრულია, და  ჩვენ არ ვიცით, რა ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, ამ საქმეს პირადად მფარველობს გუბერნატორი შონია, რომელიც დაკავშირებულია თამაზაშვილების კლანთან“. წითლიძეს ინფორმაციით, სანამ მუშები აქციაზე მოვიდოდნენ, მერიიდან დაურეკეს კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა და გააფრთხილეს აქციაზე არ მისულიყვნენ. აღნიშნული ინფორმაცია მუშებმა უარყვეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც პლაკატები და ფოტოები გამოფინეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა დამენიამ აღნიშნა: „ამ ადამიანებმა დაალაგეს ფილები ზუგდიდში, რომლის შემდგომ დღეწმდე აწვალებენ. ადრე აქციაზე ვინ იყო გამოსული  მხოლოდ იმ ხალხს დაურიგეს ხელფასის ნაწილი და მის მერე ხელფასი არ არის გაცემული. 21 -ე საუკუნეში დღევანდელი ხელისუფლება ფაქტიურად ძარცვავს მუშებს და თავიანთ ნამუშევარ ხელფასს აღარ აძლევენ“

მუშები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ ისინი კუთვნილი თანხის გაცემას ითხოვენ და ამ სააქმესთან დაკავშირებით არავინ შეხმიანებიათ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში  და გუბერნიაში, ჯერ-ჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!