ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი


  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (21.08-28.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა სამი პაციენტი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 704 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.91%.

წინა კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 12 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 12 329 პირი, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.