- ელენ დეჯენერესმა თავისი თოქშოუს ახალი სერია ბოდიშის მოხდითა და იმის აღიარებით დაიწყო, რომ “ის რაღაცები, რაც აქ მოხდა, არასდროს უნდა მომხდარიყო”.
ორშაბათს, 21 სექტემბერს,ელენ დეჯენერესის შოუ ეკრანებზე პირველად დაბრუნდა მას შემდეგ, რაც შოუს გადასაღებ მოედანზე ტოქსიკური სამუშაო გარემოს არსებობის ბრალდებები გაჩნდა.
“ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებ და მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ, ვისზეც ამან იმოქმედა”, — თქვა წამყვანმა.
მან თქვა, რომ გამოძიების შემდეგ “საჭირო ცვლილებები” განხორციელდა.
არამართლზომიერი ქცევების ბრალდებების გამო ცოტა ხნის წინ შოუს სამი პროდიუსერი დაითხოვეს.