- დღეს, 7 მარტს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას, 80 წელი შეუსრულდებოდა.
1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც, აფხაზმა სეპარატისტებმა იგი თანამებრძოლებთან ერთად, ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.
2004 წელს, ჟიული შარტავას, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.