კონფერენცია სკოლამდელი განათლების სპეციალისტებისათვის


  • კონფერენციას “ადრეული კურიკულუმის დანერგვა: ადგილობრივი სტრატეგიები წარმატებისთვის“ თემაზე – კურიკულუმის დანერგვის პროცესში გამოვლენილი წარმატებული პრაქტიკა და გამოწვევები, ზუგდიდის მუნციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი, ხათუნა თოლორაია ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

კონფერენციის მიმდინარეობისას, პროცესში ჩართულმა სკოლამდელი განათლების სპეციალისტებმა, ერთმანეთს ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვისა და განხორციელების საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით გაიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nine + nine =

Akismet ანტისპამი