დღეს, ვირუსით ინფიცირების 2 979 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

  •  ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 881 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 056 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 979 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 904 181-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.26% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 470 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 852 560.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 971 პირი ემსხვერპლა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.