დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში


  • ზუგდიდის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს კულტურული, სპორტული, საბავშვო თუ გასართობ-შემეცნებით ღონისძიებები.

მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ: თავდაცვის ძალების შეიარაღება და ტექნიკა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საჯარო რეესტრის სპეცტექნიკის გამოფენა, ეროვნული არქივის ინსტალაციები: „1700 წელი საქართველოს გაქრისტიანებიდან“; „საქართველოს პირველი რესპუბლიკა / დამოუკიდებლობის აღდგენა“; „სამეგრელო“;

მოქალაქეებს შეუძლიათ გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები გიგანტურ პასპორტთან, ID ბარათისა და ქორწინების სივრცეებში. მიიღონ სიმბოლური პასპორტი დაბადებისა და ქორწინების მოწმობები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მსჯავრდებულთა ნამუშევრების გამოფენა, „რე-მარკეტის” პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. განსაკუთრებული სანახაობა, გასართობი პროგრამები, აქტივობები, ვიქტორინები და სხვადასხვა სიურპრიზი ელის ბავშვებს.

მოეწყობა კულინარიის მასტერკლასები და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, აგრეთვე, გაიმართება კონცერტი საბავშვო ანსამბლის მონაწილეობით.

17:10 სთ-ზე აჟღერდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ღონისძიებას კი, გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − 15 =

Akismet ანტისპამი