დღეს,სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, მიუსაფარ ძაღლთა დაცვის მიზნით, გაიმართა აქცია სახელწოდებით «დაიცავი დაუცველი ცხოველი». აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები,“არა ყასაბს“, “არა ძაღლკვლა”. აქციის ორგანიზატორის ეგნატე შამუგიას თქმით, მათი მოთხოვნაა “ქალაქ ზუგდიდის მერიამ ხელახლა არ დადოს ხელშეკრულება მეწარმე გიორგი მაღლაკელიძესთან, ასევე მერიამ ჰუმანური, ცივილიზირებული ფორმით მოაგავროს ქალაქში არსებული მაწანწალა ძაღლების პრობლემა ისე, რომ მათი უფლებები არ დაირღვეს.” ეგნატე შამუგია ამბობს. რომ აქციის გამართვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ერთ ერთმა ცხოველდამცველმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ფოტომასალა თუ რა მდგომარეობაში იყო ძაღლთა თავშესაფარი ოზურგეთში, სადაც ხდებოდა ძაღლების მასიური დახოცვა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ დადო პირობა, რომ 2016 წლიდან სხვადასხვა გზებით მოხდებოდა ამ პრობლემის მოგვარება, მაგრამ თვითმმართველობამ ისევ გამოაცხადა ტენდერი და ისევ გამარჯვებული გახდა იგივე ინდმეწარმე, ვისთანაც ხელშეკრულების დადების წინააღმდეგი არიან აქციის მონაწილეები.