დათო თორდიას წერა სიყვარულმა დააწყებინა

  • დათო თორდია შემოქმედთა ორგანიზაციის  “ერთობის ძალა” წევრია. “ზუგდიდელებთან” ამბობს, წერა სიყვარულმა დამაწყებინაო, მოგვიანებით, ალბათ, სხვა თემებზეც დავწერეო.  გატაცებულია ხელოვნებით, სპორტით,- ხატავს, თამაშობს კალათბურთს.

დათო თორდია: “წერა დავიწყე მე-8 კლასში, 14-15 წლის ასაკში. პირველი ლექსი? არ მახსოვს, რადგან ადრინდელი ლექსები აღარ შემომრჩა. 150 ლექსის, ან უფრო მეტის ავტორი ვარ, ასევე მაქვს რამდენიმე ნოველა, ჩანახატი და მოგონებაც. საყვარელი პოეტი ნიკო გომელაურია. ჩემმა შემოქმედებითმა ცხოვრებამ საკმაოდ რთული გზა გაიარა და ახლაც ასეთსავე გზას გადის…

ჩემი დებიუტი ჩხორიაში შედგა, ლანა ლეფსაიას (ზედაეწერის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი) დამსახურებით. მას შემდეგ აქტიურად ვღებულობ მონაწილეობას სხვადასხვა საღამოებსა თუ ღონისძიებებში.

 

***

ისევ გაწვიმდა,

ისევ დავსველდი,

დრომ გამაწამა,

დავიღალე ლოდინში,

ვწევარ ისევ ლოგინში,

მგონი ისევ დამათენდა ,

ისევ რაღაცის ლოდინში.

ჩემი გონი რაღაც ბუტბუტს მოჰყვა,

ჩემმა თავმა გამაოგნა,

არ უწყის რა სურს,

თან იცის რაც უნდა.

ნუ იფიქრებთ, რომ გიჟია

ისიც ნორმალური ადამიანია,

გაურკვეველი საკუთარ თავში.

მან უნდა გასტეხოს ნავსი!

ის ზის ნავში,

მაგრამ ვერ გადის ზღვაში

და ამიტომ ის ცხოვრობს რაში?

ნაგავია მის გონებაში!

მას არ ჰყავს მეგობარი, რომ ამოუდგეს გვერდში,

ავდარში, ქარში,

როცა იქნება დარდში,

რომ დაეხმაროს გასცუროს ზღვაში,

ის თავს თვლის რაში?

დამნაშავეა ის ყოველივე ამაში.

ეს ხომ არ არის თამაში

დაასრულო, როცა გინდა.

პრინციპში ეს ცხოვრებაც თამაშია,

ოღონდ არ იცი, როდის დასრულდება.

ან მოიგებ, ან წააგებ

ამას ბოლოს გაიგებ.

ამქვეყნად მხოლოდ სულს წაიღებ,

სიკვდილო, თვალს ნუ მარიდებ!

ხომ იცი კარს მაინც გაგიღებ,

მაგრამ უჩემოდ მოგიწევს წასვლა!

სანამ ჩემსას არ გავიტან წამსვლელი არ ვარ არსად.

შემდეგ ქარს წერილს გამოვატან შენთან,

შემდეგ გამოგყვები ყველგან,

ოღონდ სურვილი მექნება მე ერთი შენთან,

არ წარმადგინო ღმერთთან,

ჩემი ადგილი არ არის მასთან,

არც ეშმაკთან,

არ ვამბობ იმას, რომ არ ვარ ცოდვილი,

ან უცოდველი,

მაგრამ ჩემი ადგილი არ არის არცერთთან!

მე რაღაც სხვა ვარ, სულ სხვაგანაა ჩემი ადგილი,

ამას მაუწყებს ჩემი ცხოვრება განვლილი,

არ მაშინებს გასავლელი მანძილი,

ოღონდ მაპოვნინა ის ადგილი,

არც ჯოჯოხეთი, არც სამოთხე

დედამიწა მართალია არის ორივე.

მაგრამ აქ არ არის ის ადგილი.

რომ ვუწოდო გზა მესამე.

ახლა რა ვქნა, რა გზას დავადგე,

ღმერთო, გთხოვ საიდუმლო გამანდე,

ვინ ვარ მე?

რა გინდა ჩემგან, რა მისიით ვარ ქვეყნად?

რომ მოვკვდები შემდეგ ვნახოთ სად მიშვებ, რომელ მხარეს

მე არ ვგავარ პირველ და მეორე მხარეს წამსვლელს,

იქნებ გაქვს მესამეც და მეოთხეც,

თუ არადა, შექმენი ჩემთვის

და ჩემი მსგავსი ხალხისთვის,

ამას არ უნდა თხოვნა.

იქნებ იმიტომ, რომ ეს ჩემამდე ბევრმა გთხოვა,

მე მჯერა, რომ არსებობს ის რასაც ვამბობ,

მაგრამ ეს არ იციან, ჯერჯერობით, სააქაოში მცხოვრებმა ხალხმა,

და რა ვქნა, იმედი მაქვს ამ ყველა კითხვას პასუხი ბოლოს მაინც გაეცემა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.