გუბერნატორი: სოფლად მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ვისაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს შეუძლია დაუკავშირდეს სოფლის რწმუნებულს და საკრებულოს მაჟორიტარს


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს შეუძლიათ სოფლის რწმუნებულებს და საკრებულოს მაჟორიტარებს მიმართონ, რომლებიც მათ მოემსახურებიან. საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მედიასთან გააკეთა.

“გუშინ, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დაძაბული დღე, მუნიციპალიტეტებში დიდი მოთხოვნები შემოვიდა საშვებზე, ასევე პრობლემები გაჩნდა სოფლებში, მედიკამენტებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც სოფლის რწმუნებულებისთვის, ასევე მაჟორიტარებისთვის მიგვეცა გადაადგილების უფლება, რადგან მომსახურეობდნენ მოსახლეობას. ყველა მოქალაქეს, ვისაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს შეუძლია დაუკავშირდეს სოფლის რწმუნებულს და საკრებულოს მაჟორიტარს თავისივე სოფელში და დახმარებას გაუწევენ. იმ შემთხვევაში, თუ კი სოფლის რწმუნებულის და მაჟორიტარის რესურსი ვერ გაწვდება მოთხოვნას რაც არის, ამ შემთხვევაში მათ უნდა ისარგებლონ მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო რწმუნებულის ცხელი ხაზით, სადაც მათ გაეწევათ დახმარება. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა უნდა გავიჭირვოთ ცოტახანი, იმისათვის რომ ნელ-ნელა დაიწყოს მოხსნა ამ შეზღუდვების და რეგულაციების, რათა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენივე უსაფრთხოებისთვის” – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!