გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონ-რეკორდსმენია


  • ალბანეთში მიმდინარე U20 ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ. წონით კატეგორიაში, ზუგდიდელმა ძალოსანმა, გოგა ჯაჯვანმა იასპარეზა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, გოგა ჯაჯვანმა ატაცში 149 / 166 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო.

ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 193 / 197 კილოგრამით კიდევ ერთი ოქროს მედალი გაიმეორა და კვლავ ევროპის რეკორდსმენი გახდა.

ჯაჯვანმა კიდევ ერთი ოქროს მედალი ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამით დაისაკუთრა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

10 + three =

Akismet ანტისპამი