დღეს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდს ეწვია. მინისტრმა დაათვალიერა თავისუფლების მოედანზე მოწყობილი სხვადასხვა პავილიონი. გიორგი გახარიამ ფოტოები გადაიღო ღონისძიების მონაწილეებთან და მოქალაქეებთან. მოგვიანებით, მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერგო პატივი ეს დღე საქართველოს სამეგრელოდან მიულოცოს.
“მინდა გითხრათ, რომ პირველი რესპუბლიკა იყო გამორჩეული მოვლენა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=eF7KEHrKdac[/embedyt]
დღეს, საქართველო, დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს განსაკუთრებულად ხვდება.