ქალაქის პირველები ზუგდიდელებს ულოცავენ


საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე ზუგდიდელებს მიულოცეს ქალაქის პირველებმა და საზეიმო ღონისძიებებს შეუერთდნენ. გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს ქალაქში მიმდინარე ღონისძიებები.

მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ განმარტა, რომ ეს დღე საქართველოს ისტორიაში  და სამეგრელოს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. “1918 წლის, 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და რაც მთავარია, აქტის ხელმოწერის დროს ორმა ზუგდიდელემა მიიღო მონაწილეობა: სპირიდიონ კეიდიამ და ალექსანდრე ჩიქავამ”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=bhBXK1rVnbw[/embedyt]

ქალაქის მერმა ლაშა გოგიამ, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მიულოცა ჯარისკაცებს. ჟურნალისტებთან განაცხადა: „ კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს ვულოცავ და გამთლიანებულ, ძლიერ, დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრებას ვუსურვებ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mEYZ83cn4mY[/embedyt]

საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ დღევანდელი დღე სრულიად  საქარველოს მიულოცა. „ვულოცავ აფხაზ და ოს  ძმებს იმის იმედით, რომ უახლოეს მომავალში ერთად სიყვარულით აღვნიშნავთ”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=umlBC6zVZsA[/embedyt]

დღეს, საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს განსაკუთრებულად ხვდება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!