ზუგდიდში ვეტერანებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ


სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭრით 2 ივნისს, ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ. გამოკვლევები 11 საათიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკაში გაიმართება.

ვეტარანებს და მათი ოჯახის წევრებს უახლესი აპარატურით, სხვადასხვა სახის კარდიოლოგიურ გამოკვლეებს ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები ჩაუტარებენ. გუბერნატორის ინიციატივით, ვეტერანებისთვის უფასო გამოკვლევების აქციები ზუგდიდსა და სამერელოს რეგიონში რამედნიმეჯერ ჩატარდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!