გარდაიცვალა ენვერ მაქაცარია


  • მუხთალმა წუთისოფელმა მოულოდნელად გასწირა ბატონი ენვერ მაქაცარია. ისე სწყუროდა სიცოცხლე თავის ტკბილ ოჯახთან ერთად, არც უგრძვნია სიკვდილის მოახლოება…

ბატონი ენვერი, პროფესიით ინჟინერ-მშენებელი გახლდათ. მუშაობდა სხვადასხვა ადგილზე. საქმის პროფესიონალი იყო. ბევრი საქმე გაუკეთებია ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და სოფლისთვის.

ადამიანები უყვარდა. თბილი და ყურადღებიანი, სხვის გულისტკივილს საკუთარივით იზიარებდა. უპრეტენზიო პიროვნება იყო და უპრეტენზიოდ შეხვდა გარდაუვალ აღსასრულს.

ტკბილი მოსაგონარი არასდროს დაილევა ბატონ ენვერზე. დარდს ვერაფერი შეუმსუბუქებს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ისინი მას მუდამ მონატრებით და სიყვარულით გაიხსენებენ.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სპეტაკი სული.

პანაშვიდი გაიმართება 12 ივნისს, ხუთშაბათს, 15:00 საათზე.

მისამართი: ზუგდიდი, არლნოდ ჩიქობავას 102.

ძმისშვილები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!