გაიხსნა ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი


  • დღეს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაცია “მერკურმა” ოჯახის მხარდაჭერის ცენტრი გახსნა. 

შეხვედრის მონაწილეებს, ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნანა თოდუა მიესალმა და ინფორმაცია მიაწოდა მათი საქმიანობის შესახებ.

“ცენტრში ვღებულობთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ასევე მოძალადეებს. ჩვენთან მოსულ ბენეფიციარებს, ადამიანებს, რომელთაც აქვთ გარკვეული პრობლემები ოჯახში. შეუძლიათ მიიღონ უფასო იურიდიული კონსულტაცია. გაიარონ ფსიქოთერაპიის კურსი. მათ, ასევე დაეხმარებათ სოციალური მუშაკი სხვადასვა დოკუმენტაციის მომზადებაში. ჩვენ პირველები ვიწყებთ მუშაობას ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებთან მათ ქცევის კორექციაზე. ვიწყებთ თანამშრომლობას პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, რომ მოხდეს მათთან ერთად ბენეფიციარების მომსახურება. ჩვენ ყოველწლიურად 100-მდე ბენეფიციარს ვემსახურებით, ასე, რომ ეს ტემპი მომავალშიც გაგრძელდება.”-უთხრა ჟურნალისტებს ნანა თოდუამ.

პროექტის პრეზენტაციას საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი ესწრებოდა.

პროექტი მხარდაჭერილია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!