ნუგზარ ჩხეტიას გამოფენა გალერეაში


  • დღეს, ააიპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ზუგდიდის მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელი თვითნასწავლი მხატვრის, ნუგზარ ჩხეტიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გალერეაში მხატვრის 100-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარია გამოფენილი. “ბავშობიდან ვხატავ, თვითნასწავლი ვარ. ათასხუთასზე მეტი ფერწერული ტილო მაქვს შექმნილი. ნახატების უმრავლესობა არის: იტალიაში, აფრიკაში და ინგლისში. დღეს, გამოტანილი მაქვს თითქმის ორმოცი წლის ნაშუშევრები. ეს ჩემი მეორე გამოფენაა. წარმოდგენილი მაქვს: მეგობრების პორტრეტები, სამეგრელოს პეიზაჟები, ნატურმოტრები, ბავშვების პორტრეტები”. გვითხრა ნუგზარ ჩხეტიამ.

სამხატვრო გალერეაში გამოფენა 20 ნომებრამდე გაგრძელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty + nine =

Akismet ანტისპამი