ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორების შესვლა შეიძლება ფასიანი გახდეს


  • გავრცელებული ინფორმაციით, 15 იანვრიდან, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტორებისთვის შესვლა ფასიანი იქნება. საკითხთან დაკავშირებით, “ზუგდიდელებთან” ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ განმარტა, რომ ის მხარს უჭერს ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი, გახდეს.

ზვიად ქარჩავა: “ეს პროექტი, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ მუნიციპალიტეტს, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდეს, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. ჩემი აზრით, ბიუჯეტს არ უნდა აწვებოდეს ამხელა ორგანიზაციის შენახვა გადამხდელების ხარჯზე. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ, მსოფლიოს სხვადასხვა ბოტანკური ბაღები და ნახავთ, რომ აბსოლიტურად ვიზიტორების შესვლა ყველგან ფასიანია. ასევეა, ჩვენი რეგიონის სხვა ტურისტული ობიექტებშიც”.

“ზუგდიდელებთან” საუბარში ზვიად ქარჩავა იმასაც დასძენს, რომ შეინიშნება ვიზიტორებისგან ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის დაზიანებების არაერთი შემთხვევა და ესეც გახლავთ ერთ-ერთი მიზეზი, რომ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას სურს, ამ ტერიტორიაზე ვიზიტორების შესვლა ფასიანი გახდეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!