საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 46 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 546 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 284, „პისიარ“ ტესტით – 18 262.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,1%, ბოლო 7 დღის – 9,63%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 968 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 916 421 გამოჯანმრთელდა, 14 264 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 565 599 აცრა, დღიურად აცრილია 10 881.

კარანტინის რეჟიმშია 69, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 431 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 801 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!