ბოტანიკურ ბაღს კამელიების ხეივანი შეემატა


  • დღეს, ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა ბათუმის ბოტანიკური ბაღის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს 30 ერთეული იაპონური კამელიას (Camellia japonica) სხვადასხვა კულტივარი უსასყიდლოდ გადმოსცა.

ბაღში მორიგი დეკორატიული სივრცე მოეწყო და ტბის მიმდებარე ტერიტორიას კამელიების ხეივანი შეემატა.

დარგვის პროცესში მონაწილეობა ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ბაღის ადმინისტრაციამ სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × one =

Akismet ანტისპამი