ბესიკ არახამიას დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალიონი და სიგელი გადაეცა


  • ბიბლიოთეკარის დღე საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, საღამოზე ყურადღება გამახვილდა რეგიონული ბიბლიოთეკების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებად გარდაქმნის მნიშვნელობის აუცილებლობაზე.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით არსებული 834 ბიბლიოთეკიდან 64 მუნიციპალური ბიბლიოთეკაა. მათგან საბიბლიოთეკო საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეგიონებიდან დაჯილდოვდა ოთხი ბიბლიოთეკის მენეჯერი. მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი ბესიკ არახამიაა, რომელსაც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალიონი და სიგელი გადაეცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!