ბიბლიოთეკამ მკითხველებს მინი სპექტაკლი “დრო” უჩვენა


  • დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მკითხველთა დასმა წარმოადგინა მინი – სპექტაკლი – „დრო“. ნორჩმა მსახიობებმა უჩვენეს მკითხველის თვალით დანახული პოსტკოვიდური ტენდენციები.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა ბიბლიოთეკის დირექტორი ბესიკ არახამია. მან აღნიშნა, რომ სპექტაკლზე დაახლოებით ერთი თვე მუშაობდნენ.

“დღეს, ჩვენ გვაქვს პრემიერა. მუშაობის პროცესში, ბევრი სასიკეთო ძვრები აღმოჩნდა. ახალგაზრდებს სწყურიათ, უნდათ და აქვთ დიდი სურვილი, რომ ბიბლიოთეკა გახდეს ის დაწესებულება, სადაც მათ შეეძლებათ თავიანთი ემოციების, განცდების და მიდგომების წარმოჩენა. პანდემიის პერიოდმა, განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ბიბლიოთეკას. ეს იყო დაწესებულება, რომელიც ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობდა, ათეულობით ადამიანი აკითხავდა… სპექტაკლში დიდი შრომა ჩადო ქალბატონმა ზეინაბ მორგოშიამ. მინდა გითხრათ, სადაც მონდომებაა იქ ყველაფერის გაკეთება შეიძლება. ეს არის ჩვეულებრივი წარმოდგენა და გვინდა, მკითხველებს დავანახოთ, რომ ამით ყველაფერი არ დასრულებულა, პირიქით ჩვენ პოსტკოვიდურ, აქტიურ ცხოვრებას ვიწყებთ”.

ზეინაბ მორგოშიამ დამსწრე საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “თითოეული თქვენთაგანის დანახვა ჩემთვის ზეიმია. ლოკდაუნმა და პანდემიამ ისე დაგვჯაბნა, გაგვწირა, მაგრამ გამოვედით. ჩაკეტილობამ დიდი დაღი დაგვასვა ყველას. რაც არ უნდა მოხდეს სამყაროში, საითკენაც არ უნდა მიექანებოდეს დედამიწა, თუ ხელი ჩავკიდეთ ერთმანეთს ყველაფერს დავამარცეხებთ”.

აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ სპექტაკლში წამყვან როლს აუტისტური სპექტრის მქონე ახალგაზრდა თამაშობდა. მინი სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!