ბენეფიციარებმა მონაცემთა ერთიანი ბაზიდან მოსული ქულები გააპროტესტეს


დღეს, ზუგდიდის სოციალური მომსახურების სააგენტოში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კორცხელის მაჟორიტარობის კანდიდატმა თეონა ქარდავამ გააპროტესტა მონაცემთა ერთიანი ბაზიდან მოსული, ამავე სოფელში მცხოვრები შენგელიების და ხურცილავების  მაღალი სარეიტინგო ქულები.

ქარდავა ამბობს, რომ ეს ოჯახები კორცხელში დამეწყრილ ზონაში ცხოვრობენ, შენგელიების ოჯახს 113 280 ათასი ქულა მიანიჭეს, ხოლო ხურცილავების ოჯახს 70060, რაც სრულ შეუსაბამომაშია, მათ არსებულ დღევანდელ საცხოვრებელ პირობებთან. ქარდავა ამბობს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო უფუნქციოა და სარეიტინგო ქულების მინიჭება არასწორად ხდება. მისივე თქმით, ბენეფიციარებთან ერთად  მიმართავს შუამდგომლობით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და საქართველოს სახალხო დამცველის რეგიონულ დეპარტამენტს რომ ჩაერთონ ამ პროცესებში.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=rF1yzNQu-dM[/embedyt]

ბენეფიციარი სოფიო ხურცილავა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობს. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშაობს და მათი შემოსავლის ძირითადი წყარო სოციალური დახმარება იყო. ის ითხოვს სოციალური დახმარების აღდგენას.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=YSQZHATTHR4[/embedyt]

სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილემ ნატალია ქირიამ,  აღნიშნა „ორივე ბენეფიციართან გვქონდა საუბარი, კანონმდებლობით რაც შედიოდა ჩვენს  უფლება – მოვალეობებში ყველაფერი გავაცანით. ხურცილავების ოჯახის მცირეწლოვან  ბავშვებს დაენიშნათ ათ-ათი ლარის შემწეობა, რომელსაც ივნისის თვიდან მიიღებენ. რაც შეეხება მეორე ოჯახს, სამი წევრისგან შედგება და  ერთ-ერთი უნარშეზღუდული პირია, მათ  მართლაც სარეიტინგო ქულა მაღალი მოუვიდათ.  მათ დეკლარაცია გავაცანი. როდესაც   სოციალური აგენტი ავსებს დეკლარაციას,  ყველა გვერდზე ფიქსირდება  ბენეფიციარის ხელმოწერა, იმ გვერდზე რა ინფორმაციაც არის  დაცული  და დაფიქსირებული,  იმას ეთანხმება და გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება ბენეფიციარს. რაც შეეხება შემდგომ ეტაპებს, ოჯახებთან დაკავშირებით,  ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ თუ რამე ოდნავ მაინც ცვლილება ექნება ოჯახს,  მაშინათვე, განაცხადებენ  სოციალური მომსახურების განყოფილებაში  და ჩვენ ამაზე მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ. ასევე შეუძლიათ შუამდგომლობა გაუწიონ  თვითმმართველობის ორგანოებმა, რომლებიც ნამდვილად ადასტურებენ იმას, რომ ეს ოჯახები არიან უმწეო მდგომარეობაში და საჭიროებენ სოციალურ დახმარებას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!