“ქალი სუსტი, ქალი ძლიერი”


ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის კლარა ფაჩუაშვილის მემუარული წიგნის “ქალი სუსტი, ქლი ძლიერი” პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე. ქალბატონ კლარას მეგობრებმა ისაუბრეს მის ღვაწლზე და დამსახურებაზე. მოიგონეს მასთან გატარებული წლები. “წიგნი თავისი შინაარსით არ არის მხოლოდ ერთი პიროვნების ცხოვრებაზე, ის, იმავდროულად ასახავს იმ ორგანიზაციებისა და ადამიანების ისტორიებს, ვისათანაც უხდებოდა ქალბატონ კლარას წლების მანძილზე მუშაობა. წიგნს ახლავს ძალიან მდიდარი ფოტოარქივი. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის, იმავდროულად, საქართველოს ისტორიის კონკრეტული წლების მემატიანეცაა.”-ერთხმად აღნიშნავდნენ პრეზენტაციაზე მოსული სტუმრები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!