- “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” იურისტების დახმარებით, სამსახურიდან გათავისუფლებული შპს “ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს” უსაფრთხოების თანამშრომლის ბაჩანა ხვიტიას შრომითი დავა მორიგებით დაასრულა. ინფორმაციას ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო სხდომაზე მხარეები მორიგდნენ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამსახურში აღდგენისა და განაცდური 1200 ლარი ხელფასის ანაზღაურებაზე.