საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალზე “ჩელა” დააჯილდოვეს


  • რუსთაველის თეატრში 2022 წლის საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, კონცერტზე მიწვეული იყო ფესტივალის გამარჯვებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ჩელას” მომღერალთა გუნდი.

ხალხური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების და ტრადიციული გალობის გამარჯვებულებს მედლები და სიგელები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზროდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძესმ გადასცეს.

დაჯილდოებულებს შორისაა “ჩელას” მომღერალთა გუნდი – ლოტბარი – ბუბა სორდია.

ღონისძიება მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!