“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” – სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა მეხუთედმა დეკლარაციები ხარვეზებით შეავსო


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია 50-მა ხარვეზებით შეავსო.

„მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა მესტიაში გამოვლინდა, სადაც დეკლარაცია ხარვეზებით 10-მა თანამდებობის პირმა შეავსო. ყველაზე ნაკლები შემთხვევა კი მარტვილშია, სადაც დეკლარაცია ხარვეზით მხოლოდ ერთმა

თანამდებობის პირმა შეავსო;

23 თანამდებობის პირს კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია, მათ შორის არიან: სენაკის მერი – ვახტან გადელია, აბაშის მერი – გიგა გაბელაია, წალენჯიხის მერი – გიორგი ხარჩილავა, ფოთის მერის მოადგილე – ლექსო თოდუა, ხობის მერის პირველი მოადგილე – რევაზ ზაქარაია, წალენჯიხის მერის მოადგილე – ივანე ბურდული და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ზეზვა მაკალათია.

გამოვლინდა 14 შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირი ამავდროულად საწარმოს დირექტორია, მათ შორის არიან: სენაკის მერი – ვახტანგ გადელია, აბაშის მერი – გიგა გაბელაია, ფოთის მერის მოადგილე – ლექსო თოდუა და აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – ზეზვა მაკალათია.

18 შემთხვევაში თანამდებობის პირებმა დეკლარაციაში არ მიუთითეს მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის არიან სენაკის მერი – ვახტანგ გადელია და ფოთის მერის მოადგილე – ლექსო თოდუა;

თანამდებობის ხუთ პირთან დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში.

გასათვალისწინებელია, რომ კვლევა ჩატარებულია საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, თანამდებობის პირთა მიერ შევსებული დეკლარაციების და საჯარო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის გამოყენებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, რაზეც ჩვენ ხელი არ მიგვიწვდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!