ბათუკა შელია აპროტესტებს


ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ საკრებულოს წევრებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა სია წარუდგინა. ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბართლომე შელიამ კომისიაში მათი ფრაქციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეყვანა მოითხოვა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ განმარტა, რომ მისმა ორგანიზაციამ უკვე მიიღო შეთავაზება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ხელმძღვანელისგან, თუმცა ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მათ არცერთ კომისიაში არ ეყოლებათ ხმის უფლების მქონე წარმომადგენელი და ისინი ამ პროცესში მონაწილეობას მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით მიიღებენ. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!