თავდასხმა თუ…


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახა მიქაიას განცხადებით, მისი ავტომანქანა, წუხელ, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსმა გრიგოლ მიქავამ დააზიანა.  ავტომანქანას საქარე მინა აქვს დაზიანებული. მიქაია ამბობს, მიქავამ საქარე მინა მას შემდეგ ჩაამტვრია, რაც მიქაიას მეგობრებმა მას დეპუტატთან მიახლოების საშუალება არ მისცეს. მიქაიას განმარტებით მიქავა მის ცემას აპირებდა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მასთან მისულმა გრიგოლ მიქავამ უთხრა თუ რა უნდოდა მას მერაბ ქვარაისგან და რატომ არ ელაპარაკებოდა საკრებულოს თავმჯდომარეს. რასაც მიქაიას განმარტებით სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, ინციდენტი კი ბოლოს ავტომანქანის დაზიანებით დასრულდა. მომხდართან დაკავშირებით, კახა მიქაია პრემიერ მინისტრს მიმართავს და ურჩევს ზუგდიდში არსებულით სიტუაციით დაინტერესდეს. მისივე განმარტებით გრიგოლ მიქავა „ნაციონალი ზონდერია“ და პროვოკაციაზე წამოვიდა. „ჩემს წინააღმდეგ  დაგეგმილი პროვოკაცია არის ამ ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაცია“ აცხადებს მიქაია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კახა მიქაიას ბრალდებებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა ეხმაურება და აცხადებს, რომ მიქია „თეატრალიზებული პროვოკაციების დიდოსტატია და წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციაზე წამოაგო.“ „კახა მიქიასთან მე მქონდა პიროვნული, ადამიანური საუბარი და არანაირი პოლიტიკა, რა დროსაც როგორც ყოველთვის, როგორც ჩვევია ყურადღების მიქცევა და ხმაურის გამოწვევა მოინდომა, რასაც პრინციპში მიაღწია და მორიგი თეატრალიზებულია აქცია მომიწყო, ტიპიური პროვოკატორია“, – აცახდებს მიქავა და დასძენს, რომ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ყავდა და ასევე არსებობს კახა მიქაიას მოკლეტექსტური შეტყობინებები, სადაც მიქაია ინცინდენტის შემდეგ აპარატის უფროსს წერს რომ ის პროვოკაციაზე წამოაგო. გრიგოლ მიქავას განმარტებით, მიქაიას ავტომანქანისთვის საქარე მინა მას არ ჩაუმტვრევია და მსგავსი ბრალდებები მიქაიასგან არ უკვირს.

წყარო: http://www.livepress.ge/ka/site/news/10280/

http://www.livepress.ge/ka/site/news/10282/


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!