ახალგაზრდული ფორუმელების დღიურები-მომავლის ხედვები


  • გაგრძელება. დასაწყისი
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, პარტნიორ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, რეგიონული, ახალგაზრდული, ფორუმი გამართეს. “ზუგდიდელების” მოხალისე ჟურნალისტმა ნანა თოლორაიამ, რომელიც არის ახალგაზრდული სათათბიროს ადამიანის უფელბათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და თავად იყო ახალგაზრდული ფორუმის მონაწილე, ჩაწერა ინტერვიუები ფორუმელებთან.
მარიამ თოლორაია

მარიამ თოლორაია, მოსწავლე: “ფორუმი ერთიანობაში კარგი გამოდგა სიმართლე ვთქვათ ბევრ ვერაფერს ავღნიშნავ უბრალოდ ვფიქრობ, მონაწილეებისთვის მეორე შესვენებაც უნდა მიეცათ, თუნდაც ათი წუთით.. ცუდი ის აღმოჩნდა ყველა, ვისაც მოუნდებოდა საუბრობდა ხოლო დაინტეტესებულმა პირმა კითხვა ვერ დავსვი.. ტექნიკურად გამართული და მობილიზებული ღონისძიება იყო ნამდვილად, სადაც მინუსების დანახვა ძნელია..”

მარიამ თოდუა

მარიამ თოდუა, სამართალმცოდნეობის სტუდენტი, ახალგაზრდული სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე: “ფორუმზე ვიტყოდი, რომ ნამდვილად შედგა ეს დღე და საჭირო დეტალები გამოიკვეთა. ზუგდიდს სჭირდება მსგავსი ფორუმები, რათა დავსახოთ მიზნები და პრობლემის გადაჭრის გზები.

მთავარი ჩემი აზრით, შედეგია “საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი”. იდეა უნდა გაამართლოს შედეგმა. ნამდვილად დიდი შრომა ჩაიდო ფორუმის მზადების პროცესში, ყოველთვის არსებობს რაღაც წინაღობები, თუმცა ამას არ დაუშინებია საორგანიზაციო ჯგუფი, რაც მთავარია დავიწყეთ ცვლილებებისკენ სწრაფვა და მინდა, რომ ეს იდეა იყოს მრავალჯერადი.

ფორუმმა დაგვანახა თუ რა პრობლემების წინაშე დგანან ახალგაზრდები, მათ სჭირდებათ მეტი თავისუფლება, ახალგაზრდული სივრცეები, დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობის პრობლემა, ტრანსპორტირება, რადგან 6 საათის მერე ახალგაზრდები ვერ ერთვებიან აქტივობებში, ამ ფორუმის შედეგად ჩვენ შევიმუშავებთ ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს, რაც მიზნად დაისახავს ახალგაზრდებში არსებული პრობლემების მოგვარებასა და ხელშეწყობას.”

დავით ვაჩეიშვილი

დავით ვაჩეიშვილი, ახალგაზრდული სათათბიროს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე: “ეს იყო დღე, როდესაც დავინახეთ ის პრობლემები, რომელიც ახალგაზრდებს გააჩნიათ, მივიჩნევ რომ ზუგდიდისთვის და თემად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვანია, რათა აღმოიფხვრას ის, რაც ახალგაზრდებს აწუხებთ.

ვფიქრობ, 18 ივნისის ფორუმმა ძალზედ ბევრი რამ დაგვანახა, ის ინტერესები და საჭიროებები, რაც დღევანდელ რრალობაში ახალგაზრდებს სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი პრობლემა გამოიკვეთა, მაგალითად ის, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ სწორი ინფორმაცია გარკვეულ საკითხზე და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ფორუმმა დაგვანახა,რომ ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა ახალგაზრდული  სივრცეების სიმცირე, ტრანსპორტირება და სხვა მრავალი საკითხი. ვიმედოვნებ, რომ 18 ივნისს ჩატარებული ფორუმი აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ახალგაზრდების ერთობლივი ჩართულობით მოგვარდება ის პრობლემები, რაც ფორუმზე დასახელდა”.

საუბარი ჩაიწერა ნანა თოლორაიამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.