საგამოძიებო სამსახურმა დააკავა პირი, რომელიც თანხის სანაცვლოდ მოქალაქეს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებას პირდებოდა


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ პირს დაუკავშირდა და იგი დაარწმუნა, რომ თანხის სანაცვლოდ მას საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დაასაქმებდა. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა მოქალაქეს 5 000 აშშ დოლარი გამოართვა, რა დროსაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი დაკავება მოხდა.

უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!