ამერიკაში საპროტესტო აქციები გრძელდება


  • მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული რასიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გრძელდება.

CNN-ის ცნობით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ატლანტაში, ვაშინგტონში, სიეტლში, ნიუ-იორკში და აშშ-ის სხვა ქალაქებში.

ვაშინგტონში აქციის მონაწილეებმა მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. ნიუ-იორკში შეკრებილმა მოქალაქეებმა გასულ კვირას ქალაქში ორი ფერადკანიანი ტრანსგენდერის მკვლელობა გააპროტესტეს.

აქციას სლოგანით : „ფერადკანიანი ტრანსგენდერების სიცოცხლე მნიშველოვანია“- ათასობით ადამიანი დაესწრო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one + seventeen =

Akismet ანტისპამი