გაერო – უკრაინაში 6 595 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა


  • უკრაინაში, რუსეთის მიერ შეირაღებული თავდასხმის დაწყების დღიდან, სულ მცირე 6 595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 10 189 კი დაშავდა, – ამის შესახებ გაერო-ს ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეებიდან 2 575 კაცია, 1767- ქალი, 172 -გოგონა და 206- ბიჭი. დაღუპულთაგან 37 ბავშვი და 1838 ზრდასრულია, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა.

გაერო განმარტავს, რომ მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია მძიმე არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან დაბომბვით, სარაკეტო და საჰაერო დარტყმებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების უმეტესობა, 9 277 დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში დაფიქსირდა.

გაერო განმარტავს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს, რადგან ინტენსიური საომარი მოქმედებების ადგილებიდან ინფორმაციის მიღება გვიანდება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.