სახელმწიფო ენის დეპარტამენტი – სწორია კატარი და არა ყატარი


  • სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, რომელშიც არაბული ენის თითოეული ბგერისთვის ქართულ ენაში ფონეტიკური ეკვივალენტია განსაზღვრული, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ავრცელებს.

“არაბული ფონემა ق (კაფი) ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული. მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არ აქვს. ფონეტიკური თვალსაზრისით, იგი ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან კ-სთან.

არაბული ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. ამიტომ სწორია კატარი და არა ყატარი.

ამავე წესით არის ქართულში შემოსული და დამკვიდრებული საზოგადო სახელები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა”.-აღნიშნულია სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!