“არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში”

პირველი რეგიონალური ტურის ფარგლებში, დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბრიტანელი ჟურნალისტის, ავტორის და ტელეპროდიუსერის პიტერ პომერნცევის წიგნის „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში’’ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება “რადარამის” ორგანიზებით ჩატარდა.

წიგნის შესახებ, თუ როგორ იყენებდნენ და იყენებს რუსეთის ხელისუფლება რუსულ პროპაგანდას, მედიას, როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში, ნაციონალიზმზე და პუტინის პიროვნებაზე, ისაუბრეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარმა თაკო თოლორდავამ და რადარმის წარმომადგენელმა მაია მესტუმრემ. თაკო თოლორდავას თქმით, წიგნი ძალიან საინტერესოა, და ის რამდენიმე ასპექტს მოიცავს. „ეს არის ქვეყანა, სისტემა, რომელიც დემოკრატიას სიტყვის თავისუფლებას ებრძვის და მისი მოქალაქეები არ არის მნიშვნელოვანი, ეს მოქალაქეები ეწირებიან ლიდერის და მისი გარემოცვის ინტერესებს და ხშირ შემთხვევაში მათ შორის ომსაც’’.- განაცხადა თოლორდავამ ჟურნალისტებთან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Gy14Sm0GKsc[/embedyt]

ორგანიზაცია რადარამის პროექტების მენეჯერმა მაია მესტუმრემ ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე. მისი განმარტებით, წიგნის ავტორი საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა და მისი სურვილი იყო, რომ წიგნი ქართულად თარგმნილიყო. „ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სივრცისთვის მსგავსი წიგნის ქართულ ენაზე არსებობა, რადგან პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან, ის რაც რუსულ მედიაში ხდება, რადგან, ამ პროპაგანდაში, ებმევა მთელი მსოფლიო და არა მარტო, რუსეთი და საქართველო”-აღნიშნა მესტუმრემ.

შეხვედრის ბოლოს, სტუმრებს წიგნები გადაეცათ საჩუქრად.

მოგეწონა? - გააზიარე!:

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …